tvirte.tk მთავარირეგისტრაციაშესვლა შაბათი
20.04.2024
05:13
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
SOFT [7]
პროგრამები
MOVIES [0]
ფილმები
GAMES [1]
თამაშები
MUSICS [32]
მუსიკები
CLIPS [2]
კლიპები
VIDEOS [5]
ვიდეოები
PICTURES [1]
სურათები
FOR MOBILE [3]
მობილურებისთვის
el.book [15]
ელექტრონული წიგნები
ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატო?
სულ პასუხი: 980
 Geowarez 
მთავარი » ფაილები » FOR MOBILE

rogor davayenot fonti sony ericsson-ze
[ ] 11.12.2008, 21:45
XXI საუკუნეში მობილური ტელეფონი უკვე ძალიან ბევრს აქვს. მათ შორის, ცხადია, არიან კომპ. იუზერებიც, რომლებიც მობილურებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ინტერნეტში თითქმის სრულფასოვანი სერფინგის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო კლასიდან დაწყებული თითქმის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას (მეტნაკლებად) Opera Mini-ს საშუალებით, ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთი პრობლემა აწუხებს - უნიკოდის მხარდაჭერა.

ახალი შრიფტის ინსტალირება სმარტფონების მფლობელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და უმარტივესად კეთდება, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც არააქვს-სმარტფონი (ანუ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი :-)) აქვს? რა თქმა უნდა,წავიდეს და სმარტფონი იყიდოს” მისაღები არაა, რადგან ჩვენ პრობლემის გადაჭრა გვსურს და არა მისთვის გვერდის ავლა.ჩვენ სწორედ ქართული უნიკოდის პრობლემას მოვაგვარებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ Sony Ericsson-ის მობილურ ტელეფონებზე, ისიც მხოლოდ ზოგიერთებზე.იმისათვის, რომ მობილურ ტელეფონზე შრიფტის ინსტალირება შევძლოთ, საჭიროა: 1) გვქონდეს წვდომა ტელეფონის ფაილურ სისტემასთან და 2) ტელეფონის ფონტების დირექტორია ფაილურ სისტემაში უნდა მდებარეობდეს.
პირველ მოთხოვნას Sony Ericsson-ის ყველა მობილური ტელეფონი აკმაყოფილებს, მაგრამ მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ ახალ DB2020 პლატფორმაზე (და უფრო ახალი) აწყობილი ტელეფონები ახერხებენ. ეს ერთს ნიშნავს, თამაშგარე რჩებიან DB2010/2012 პლატფორმაზე აწყობილი ისეთი ტელეფონები, როგორიცაა, მაგალითად, K750, W800, W810 და ა.შ. ეს საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, რაშიც თავისუფლად შეგვიძლია Sony Ericsson-ი დავადანაშაულოთ :-D რაც შეეხება DB2020 პლატფორმის ტელეფონებს, მათ შორისაა: K790, K800, K610, K550, V630, W830, W850, W610, W710, W880, Z610, Z710. ცხადია, ეს სრული სია არ არის.
თუ თქვენი ტელეფონი აკმაყოფილებს ზემოხსენებულ ორივე მოთხოვნას, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე - ფონტების მობილური მეხსიერებაში ატვირთვაზე. სტატია მომზადებულია K610i-ს მაგალითზე, სხვა ტელეფონებზეც ყველაფერი ანალოგიურად კეთდება.
პირველ რიგში, დაგჭირდებათ პროგრამა SEtool2 LITE, რომელსაც გადმოწერთ
აქედან(პაროლი: compinfo.ge).ასევე დაგჭირდებათ უნიკოდ ფონტი და რედაქტირებული FONTS.XML ფაილი, სადაც გაწერილია რომელი ფონტი უნდა გამოიყენოს სისტემამ. უნიკოდ ფონტისა და რედაქტირებული FONTS.XML-ის არქივის გადმოწერა ასატვირთად გამზადებული ფაილების სტრუქტურით (შრიფტები უნდა აიტვირტთოს ტელეფონის მეხსიერებაში მდებარე tpa\preset\system\fonts დირექტორიაში) შეგიძლიათაქედან
ახლა კი გადავიდეთ საქმეზე. ჯერ საჭიროა, დაინსტალირებული გქონდეთ სპეციალური დრაივერები, რომლებიც გამოიყენება მობილური ტელეფონების კუსტომიზაციის დროს. დრაივერი მოყვება SEtool2 LITE-ის არქივს, რომელიც .../ drivers\USBFlash_driver დირექტორიაში დევს. ამ საქაღალდეში მყოფ ggsemc.inf ფაილზე დააწკაპეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ Install-ს.

დრაივერების დაინსტალირების შემდეგ გაუშვით SEtool2 LITE. Phone Type-ში აირჩიეთ თქვენი მობილური ტელეფონი, MISC Files-ში აირჩიეთ გადმოწერილი utf-8_fonts.zip და დააჭირეთ ღილაკს FLASH.

ახლა საჭიროა მობილური ტელეფონი მივუერთოთ კომპიუტერს. ამისათვის, საჭიროა გამორთოთ ტელეფონი, ამოიღოთ ბატარეა, SIM ბარათი და მეხსიერების ბარათი. კვლავ ჩადეთ ბატარეა თავის ადგილას (არ ჩართოთ ტელეფონი!), მობილურის კლავიატურაზე დააჭირეთ თითი ღილაკ C-ს (არ აუშვათ!) და მიუერთეთ სტანდარტული DCU-60 USB კაბელი (ეს ის კაბელია, რომელიც თქვენს ტელეფონს მოყვა). როცა პროგრამა ტელეფონს იცნობს, შეგიძლიათ С ღილაკს აუშვათ თითი და მშვიდად დაელოდოთ მუშაობის დასრულებას. 1-2 წუთში პროგრამა ფაილებს ატვირთავს ტელეფონის მეხსიერებაში.გათიშეთ პროგრამა, გამოაძრეთ კაბელი ტელეფონს, ამოიღეთ ბატარეა და ჩადეთ SIM და მეხსიერების ბარათი (ცხადია ბატარეაც).
მორჩა, ახლა შეგიძლიათ მშვიდად ჩართოთ ტელეფონი და რომელიმე ქართულ საიტზე შეხვიდეთ.

კატეგორია: FOR MOBILE | დაამატა: rushtu
ნანახია: 2106 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 10 | რეიტინგი: 5.0/5 |
სულ კომენტარი: 9
9 BALOOO  
0
ver vwer damexmaret raaa plzzzz, draiverebi davainstalire yvelaferi mara c-s ro vacher arafers ar shveba. damexmaret plzzzzzzzzzzzzzzzzzzz :(

8 tazo18  
0
SEtool2 LITE-s linki gaasworet raa ver viwer plzzzzz

7 rushtu  
0
tu mainc ver ayeneb eseigi kompiuteshi driveri gakliat da es driveria gg-setup.exe .
shenishvna iyo levanis.... cool

6 kis-kis  
0
magariaaaa

5 rushtu  
0

4 gio  
0
au sagol raaaaa ramdeni xani mindoda es...kai saitia

3 admin_rushtu  
0
ukve dagiyene :-)

2 rushtu  
0
ra mgeli teleponi maq W610 rom chamoxval damikene

1 rushtu  
0
კომენტარები დატოვეთ..............................................

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024